პიროტექნიკის აკრძალვის მოთხოვნა

12 დეკემბერი 2023, 14:51 391 ნახვა

პიროტექნიკის აკრძალვას ითხოვს პარტია ,,ლელო". პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რომ ამის შესახებ საკანონმდებლო ორგანოში კანონპროექტი 9 თვის წინ შეიტანეს, თუმცა ინიციატივის მიუხედავად კომიტეტზე ამ კანონპროექტის არცერთი განხილვა არ ყოფილა. ანა ნაცვლიშვილმა პიროტექნიკით დაზიანებული ადამიანების საგანგაშო სტატისტიკაზე ისაუბრა. პიროტექნიკაზე შეზღუდვების დაწესების აუცილებლობაზე საუბრობენ საპარლამენტო ოპოზიციის სხვა წევრებიც და მიაჩნიათ, რომ შესაბამისი კანონპროექტი მისაღებია. ასაფეთქებელი მოწყობილობების შეზღუდვის ინიციატივას მხარს დაუჭერენ მმართველ გუნდშიც,თუმცა არა ოპოზიციის მიერ შემუშავებულს.

ანნა პირტახია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში