გაწმენდითი სამუშაოები ქედაში

11 იანვარი 2024, 18:07 764 ნახვა
00:00
00:00

ქედაში მეწყრული პროცესების გაწმენდითი სამუშაოები გაგრძელდა. აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი სამუშაოებს სამ ლოკაციაზე: მეძიბნა-გარეტყის, მერისი-გუნდაურისა და გეგელიძეები- ნაბაკევის მიმართულებით ახორციელებს. გეგელიძეებში გზის ჩაკეტვასთან ერთად საფრთხე შეექმნა ბერიძეების საცხოვრებელსაც. ტერიტორია გეოლოგებმა უკვე შეისწავლეს. სპეციალისტების რეკომენდაციით, ოჯახი დროებით ახლობლებთან ცხოვრობს. დასკვნის შემდეგ გადაწყდება თუ რა დახმარებას გაუწევს მერია.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში