ხანძრის შედეგად დაშავებული ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა

22 იანვარი 2024, 11:41 710 ნახვა

ბათუმში, სვიშევსკის ქუჩაზე მომხდარი ხანძრის შედეგად დაზარალებული ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, მას სხეულის 25%-ნი დამწვრობა აქვს და იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებში-ამის შესახებ დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს.

გუგა ქაშიბაძის ინფორმაციით ახალგაზრდას დამწვრობა მიღებული აქვს ალით.  ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახს აჭარის მთავრობა დაეხმარება, დაზარალებულ ქალს კი ყველა სამედიცინო სერვისი დაუფინანსდება-აცხადებენ აჭარის მთავრობაში.  შემთხვევა ბათუმში 20 იანვარს  მოხდა. რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი -გამოძიება მიმდინარეობს.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში