„ლურჯი ეკონომიკის განვითარება“-სამუშაო შეხვედრა

02 თებერვალი 2024, 14:48 1384 ნახვა

შავი ზღვის რეგიონში ლურჯი ეკონომიკის განვითარებაზე ისაუბრეს დღეს ბათუმში. შეხვედრის მონაწილეებმა ძირითადად საზღვაო ტურიზმის, მეთევზეობა- აკვაკულტურის, პორტებისა და საზღვაო ტრანსპორტის შესახებ იმსჯელეს, ასევე საზღვაო დაკვირვებებზე. ისაუბრეს ინოვაციებზე, თუ რა შეიძლება დაიგეგმოს მომდებნო 20-50 წლის განმავლობაში. დისკუსიაში ქართველ სპეციალისტებთან ერთად ონლაინ, უცხოელებიც მონაწილეობდნენ. შეხვედრა ლურჯ ეკონომიკასთან დაკავშირებით ევროკავშირის შავი ზღვის პროექტი DOORS-ისა და კომპანია “გეოგრაფიკის” ორგანიზებით ჩატარდა

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში