ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD)-მა საქართველოს 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გააუმჯობესა და მაჩვენებელი 1 პროცენტული პუნქტით, 7%-მდე გაზარდა.
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) შეფასებით ფისკალური და საგარეო პოზიციები შედარებით დარჩა, რასაც მდგრადმა ტურიზმა შეუწყო ხელი. საერთაშორისო რეზერვები 2025 წლის აგვისტოსთვის 5.2 მილიარდ აშშ დოლარამდე აღდგა. EBRD-ის პროგნოზით საქართველოს ეკონომიკა 2026 წელს 5%-ით გაიზრდება.
EBRD-ის მიერ გამოქვეყნებული მიმოხილვის მიხედვით, საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატ არაერთ ქვეყანას. მაგალითისთვის, მოლდოვას შემთხვევაში, ეკონომიკური ზრდის პროგნოზის მაჩვენებელი 1,5%-ს შეადგენს, უკრაინა კი 2,5%-იან ნიშნულზეა.
რაც შეეხება, რეგიონის მაჩვენებლებს EBRD-ის პროგნოზი შემდეგია:
სომხეთი - ზრდის პროგნოზი 2025 წელს 5.0% | პროგნოზი უცვლელად შენარჩუნდა
თურქეთი - ზრდის პროგნოზი 2025 წელს 3.1% | პროგნოზი გაუმჯობესდა 0.3%-ით
აზერბაიჯანი - ზრდის პროგნოზი 2025 წელს 2.0% | პროგნოზი შემცირდა - 1.0%-ით
მოლდოვა - ზრდის პროგნოზი 2025 წელს 1.5% | პროგნოზი შემცირდა - 0.3%-ით
უკრაინა - ზრდის პროგნოზი 2025 წელს 2.5% | პროგნოზი შემცირდა - 0.8%-ით
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე