ამერიკელს თუ ზიანს მიაყენებთ, ჩვენ პასუხს გაგცემთ, – ეს განცხადება, ჯო ბაიდენმა იორდანიაში სამხედრო ბაზაზე განხორციელებული შეტევის საპასუხოდ გააკეთა.
„შუადღეს, ჩემი განკარგულებით, აშშ-ის სამხედრო ძალებმა დარტყმები განახორციელეს ერაყსა და სირიაში ობიექტებზე, რომლებსაც „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ და მასთან დაკავშირებული მებრძოლები აშშ-ის ძალებზე თავდასხმისთვის იყენებდნენ. ჩვენი პასუხი დღეს დაიწყო. ის გაგრძელდება ჩვენ მიერ არჩეულ დროსა და ადგილას. აშშ არ მიისწრაფვის ახლო აღმოსავლეთში ან მსოფლიოს სხვა ადგილას კონფლიქტისკენ. თუმცა ყველამ, ვინც შეიძლება, ცდილობდეს ზიანი მოგვაყენოს, უნდა იცოდეს: თუ ამერიკელს ზიანს მიაყენებთ, ჩვენ პასუხს გაგცემთ “, – ნათქვამია ბაიდენის განცხადებაში, რომელსაც თეთრი სახლი ავრცელებს.
იორდანიაში, სირიის საზღვართან მდებარე სამხედრო ბაზაზე თავდასხმა 28 თებერვალს განხორციელდა. დაიღუპა სამი ამერიკელი სამხედრო, 40-ზე მეტი კი, დაშავდა.