ვითარება ქედაში

09 თებერვალი 2024, 11:08 479 ნახვა

ქედაში საავტომობილო გზებზე ჩამოწოლილი მეწყრის შედეგად ხუთი მიმართულებითაა გადაადგილება შეფერხებული. აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ მიმართულებებზე არსებობს შემოვლითი გზები.   

25 ერთეული ტექნიკა ამ დროისთვის 15 მიმართულებით მუშაობს და გრძელდება გაწმენდითი  სამუშაოები. სტიქიამ გზის სავალი ნაწილების ჩაკეტვასთან ერთად, დააზიანა და საფრთხე შეუქმნა საცხოვრებელ სახლებს, ასევე  დააზიანა საგზაო ინფრასტრუქტურა.

მუნიციპალიტეტში მეორე დღეა დაზარალებულ მოსახლეობას და  მეწყერსაშიშ ადგილებს  სწავლობენ გეოლოგთა ორი ჯგუფი და სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის შემსწავლელი კომისია. ამ დროისთვის 100 ოჯახია ალტერნატიულ საცხოვრებელში გადაყვანილი.  

რაც შეეხება ბათუმი-ახალციხის ცენტრალურ მაგისტრალს, სოფელ პირველ მაისთან მოძრაობა აღდგენილია, თუმცა გაწმენდით სამუშაოები ისევ გრძელდება.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში