ქედაში გეოლოგები მუშაობენ

13 თებერვალი 2024, 15:05 560 ნახვა

აჭარის მაღალმთიანეთში გეოლოგიური პროცესების შესწავლა მიმდინარეობს. სპეციალისტებისგან დაკომპლექტებული ჯგუფი დღეს ქედის მუნიციპალიტეტში იმყოფება. გრძელდება როგორც საცხოვრებელი სახლების, ასევე დამეწყრილი ლოკაციების შესწავლა და კამერული დამუშავება.

მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა, შესწავლილია 185 ოჯახი, რომლის შემდეგ, 10 დღის ვადაში გეოლოგიური დასკვნები მომზადდება, სადაც მითითებული იქნება კონკრეტული რეკომენდაციები.

დოკუმენტაცია ქედის მერიაში გადაიგზავნება, რის შემდეგაც მერია ოჯახებს შესაბამის დახმარებას გაუწევს.

გეოლოგებმა უკვე შეისწავლეს მეწყრული კერები  შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში