ხელვაჩაურის მერიის პასუხი ნაციონალური მოძრაობის ბრალდებას

13 თებერვალი 2024, 20:19 1024 ნახვა

სოფელ ნიკიტაურში სასმელი წყლის რეზერვუარის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი თანხების არამიზნობრივად გაფლანგვაში ადანაშაულებენ ნაციონალური მოძრაობის წევრები ხელისუფლებას. ხელვაჩაურის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი აცხადებს ,რომ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას ხელშეკრულების ვადა უკვე 100 დღეა ამოეწურა, თუმცა რეზერვუარიდან წყალი მოსახლეობასთან ჯერ ისევ არ მიდის. თამარ თედორაძის ინფორმაციით უფუნქციოა ის მილებიც,რომლებიც 2015 წელს გაიყვანეს და რეზერვუარზე დაერთებული არ არის. ოპოზიცია ირწმუნება , რომ ადგილობრივები ამ ეტაპზე საკუთარი ძალებით გაყვანილი წყლის სისტემით სარგებლობენ, თუმცა ეს ზაფხულში საკმარისი არ არის და გვალვების დროს წყლის დეფიციტია. სამუშაოებისთვის ხელვაჩაურის მუნიციპალური ინსპექციის, ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ 93 ათას 280 ლარი დახარჯა. ხელვაჩაურის მერიაში ბრალდებას სიცრუეს უწოდებენ და აცხადებენ, რომ ვადაგადაცილება სახელმწიფო ტენდერების საიტზე ტექნიკური ხარვეზის გამოა აღნიშნული, რეალურად კი სამუშაო შესრულებულია დაწყალი ,რომლითაც ნიკიტაურის მოსახლეობა სარგებლობს სწორედ რეაბილიტირებული წყლის რეზერვუარიდან მოედინება.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში