ინფრასტრუქტურული პროექტები მუსხელიშვილის ქუჩაზე

27 თებერვალი 2024, 18:10 357 ნახვა

ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა მუსხელიშვილის ქუჩის მცხოვრებლებთან შეხვედრა გამართა, რომელზეც მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა. არჩილ ჩიქოვანის განცხადებით, მუსხელიშვილის ქუჩაზე ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა იწყება. გარდა ამისა, მოეწყობა სკვერი და სპორტული მოედანი. პროექტის ღირებულება კი, 5 მილიონ 500 ათას ლარს შეადგენს. მისივე თქმით, უკვე დაიწყო მუსხელიშვილის ქუჩისა და ჩიხების რეაბილიტაცია, რომელიც ათეული წლის განმავლობაში იყო მოუწესრიგებელი. მუსხელიშვილის ქუჩის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში განხორციელდება სანიაღვრე და განათების სისტემების, ასევე ტროტუარებისა და ბორდიურების მოწყობა.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში