ენმ ჭოროხის სანაპიროზე ე.წ. სირენების მონტაჟს ითხოვს

05 მარტი 2024, 15:42 380 ნახვა

ხელვაჩაურის საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის წევრების ინიციატივა მერიას. ისინი მუნიციპალიტეტს მდინარე ჭოროხის სანაპიროზე ე.წ სირენების მონტაჟის მოთხოვნით მიმართავენ, რომელიც მოსახლეობას, მდინარეში წყლის დონის მატებას შეატყობინებს. ოპოზიციის განცხადებით, ჭოროხზე თურქულ და ქართულ მხარეს არსებული ჰესების გამო წყლის დონე ხშირად იცვლება,რაც მდინარეში სათევზაოდ ან საბანაოდ შესულ მოქალაქეებს საფრთხეს უქმნის. მათივე და ასევე ჭოროხის მიმდებარედ მცხოვრებთა ინფორმაციით , მდინარის მოულოდნელ ადიდებას არაერთი ადამიანი ემსხვერპლა. ჭოროხზე წყლის დონის მატების შემთხვევებზე მოსახლეობას აფრთხილებენ, თუმცა ძირითადად მათ ვინც ჰესის მიმდებარე სოფლებში ცხოვრობენ, რაც ნაციონალური მოძრაობის წევრების თქმით, საკმარისი არ არის. ინიციატივა ხელვაჩაურის მერიამ უპასუხოდ დატოვა.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში