გამოფენა ხელოვნების მუზეუმში

13 მარტი 2024, 20:35 579 ნახვა

ხელოვნების მუზეუმის გალერეა დეა ელიზბარაშვილის გამოფენას მასპინძლობს. ახალგაზრდა მხატვრის, ინსპირაციის წყარო ქალია და გამოფენას სახელწოდებაც სიმბოლურად შეურჩია - „თავისუფალი სული“ ასე ჰქვია მის შემოქმედებას, რომლის ხილვაც მსურველს დღეიდან 16 მარტის ჩათვლით შეეძლება. ხელოვნების მუზეუმის გალერეაში დეა ალიზბარაშვილის 16 ფერწერული ტილოა წარმოდგენილი, რომლებიც მხატვრების შეფასებით თავისი სტილით, იდეითა და ფერებით გამოირჩევა. ეს მხატვრის პირველი პერსონალური გამოფენაა.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში