ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული

21 მარტი 2024, 14:08 306 ნახვა

საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელები ნოვრუზ ბაირამს აღნიშნავენ. ეს არის ახალ წელთან, განახლებასთან და გაზაფხულის დაწყებასთან დაკავშირებული დღესასწაული.დღესასწაული მარნეულში კულტურისა და დასვენების პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე აღინიშნება, სადაც მიმდინარეობს თეატრალიზებული წარმოდგენები.

დღეს ტრადიციულად აინთო ცეცხლი, ნოვრუზ ბაირამის ერთ-ერთი სიმბოლო. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო საგამოფენო პავილიონები, საბავშვო გასართობი სივრცეები, ატრაქციონები, ანიმატორების შოუ, წარმოდგენილია  ადგილობრივი მხატვრების ნამუშევრები, ხელნაკეთი ნივთები, ყვავილების გამოფენა-გაყიდვა, შესაძლებელია ტრადიციული კერძების, ტკბილეულის და ჩაის დაგემოვნება.

ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები, სახალხო დამცველი დაესწრნენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში