არასრულწლოვანთა პირად ცხოვრებაზე ცნობიერების ამაღლება - სამუშაო შეხვედრა ერთობლივ პროექტზე

22 მარტი 2024, 10:58 265 ნახვა

არასრულწლოვანთა პირადი ცხოვრების დასაცავად ცნობიერების ამაღლების მიზნით, სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრები ჩატარდება.

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძვანელმა ერთობლივი პროექტი განიხილეს, შეთანხმდნენ, რომ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტების აღსაკვეთად და არასრულწლოვანების ცნობიერების ასამაღლებლად ორივე უწყება მუშაობას აქტიურად გააგრძელებს და კიდევ უფრო მეტი სკოლა ჩაერთვება პროექტში.

საინფორმაციო კამპანია უკვე სამი თვეა მიმდინარეობს და იგი საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს.

სკოლებში საინფორმაციო შეხვედრებს, როგორც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლები, ასევე საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის სპეციალურად გადამზადებული თანამშრომლები უძღვებიან, რომლებიც სკოლის მოსწავლეებს პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის მასობრივად გავრცელებულ დანაშაულებთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას აწვდიან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში