ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე სასამართლო პროცესი 8 აპრილამდე გადაიდო

28 მარტი 2024, 13:05 292 ნახვა

თბილისში 7, 8, 9 მარტს გამართულ აქციებზე პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე ბრალდებულ ლაზარე გრიგორიადის საქმეზე სასამართლო პროცესი 8 აპრილამდე გადაიდო.

სასამართლო პროცესის გადადების მიზეზი ლაზარე გრიგორიადისის სხდომაზე გამოუცხადებლობა გახდა.

საქმესთან დაკავშირებით მხოლოდ დასკვნითი სიტყვების წარმოთქმა დარჩა. მხარეების მიერ ამ ეტაპის დასრულების შემდეგ, მოსამართლე განაჩენის გამოცხადებას შეძლებს.

რუსთაველის გამზირზე 7, 8, 9 მარტს გამართულ აქციაზე პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე ბრალდებულ ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 31 მარტს შეეფარდა.

გამოძიების ინფორმაციით, ლაზარე გრიგორიადისმა საპროტესტო აქციაზე პოლიციის თანამშრომლებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა, რის შედეგად დაზიანება მიიღეს სამართალდამცველებმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში