მთავრობასთან კონსულტაციის შედეგად შემუშავებულ რამდენიმე საკანონმდებლო ინიციატივაზე ისაუბრა დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ.
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაცია უქმდება.
თუმცა აღნიშნა, რომ ფუნქციონირებას განაგრძობენ ახალგორის, ქურთის, თიღვისა და ერედვის მუნიციპალიტეტები, რომლებიც კონსტიტუციის სრული დაცვით არჩეულ იქნენ 2006 წელს.