შეხვედრა ავიაკომპანიების წარმომადგენლებთან 

09 აპრილი 2024, 11:00 488 ნახვა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ  პრემიერ-მინისტრის დავალებით, საქართველოში  რეგისტრირებული ავიაკომპანიების წარმომადგენლებთან ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატის დღეებში საქართველოდან გერმანიის ქალაქების - დიუსელდორფის, დორტმუნდისა და ჰამბურგის მიმართულებით არსებული ფრენების სიხშირის გაზრდისა და რეისების დამატების შესაძლებლობა განიხილა.  

გაიმართა მოლაპარაკებები  იმ უცხოურ ავიაკომპანიებთან, რომლებიც რეისებს ახორციელებენ საქართველოსა და გერმანიის ქალაქებს შორის.

მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილი იყოს ქართველი გულშემატკივრების პირდაპირი ფრენებით გადაადგილება და ხელმისაწვდომი ფასები იმისთვის, რომ შეძლონ და უგულშემატკივრონ  ნაკრების ყოველ მომდევნო გამარჯვებას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში