მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში საქართველო 8 ადგილით დაწინაურდა

01 ოქტომბერი 2025, 17:58 103 ნახვა

2025 წელს „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების“ რეიტინგში საქართველო რვა ადგილით დაწინაურდა და მსოფლიოს 165 ქვეყანას შორის, 7,69 ქულით, 25-ე ადგილი დაიკავა, – ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

როგორც სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველომ რეიტინგში, ორივე – როგორც პოზიცია, ასევე ქულა გაიუმჯობესა.

უწყების ცნობით, „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების“ ინდექსში საქართველოს წარმატების აღიარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რამდენადაც აღნიშნული რეიტინგი ზომავს, თუ ქვეყნის პოლიტიკა და ინსტიტუტები რამდენად აძლევს ადამიანებს შესაძლებლობას გააკეთონ საკუთარი ეკონომიკური არჩევანი.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე