35 წელი 9 აპრილის ტრაგედიიდან 

09 აპრილი 2024, 15:08 234 ნახვა

“რაც უფრო სევდიანი და ტრაგიკულია დღევანდელი დღე, ამავდროულად არის თავმოყვარეობისა და სიამაყის დღე” - ეს განცხადება აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ გმირთა მემორიალის ყვავილებით შემკობის შემდეგ გააკეთა.

თორნიკე რიჟვაძემ 9 აპრილის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დამოუკიდებლობისთვის გმირულად დაღუპულთა ხსოვნის წინაშე ქედს იხრის.

მემორიალთან საჯარო უწყებების წარმომადგენლები, მინისტრთა კაბინეტის წევრები, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე და დეპუტატები, ქალაქის მერი იმყოფებოდნენ და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში