დენდროლოგიურ პარკში ხის ტრანსპორტირების შემდეგ ტერიტორიის მოწესრიგების მოთხოვნა და გამოხმაურება

18 აპრილი 2024, 14:10 279 ნახვა

ქობულეთში, სოფელ მუხაესტატეს მცხოვრები მალხაზ მჟავანაძე იმ ტერიტორიის მოწესრიგებას ითხოვს, საიდანაც 7 წლის წინ ევკალიპტის ხე ამოთხარეს და შემდეგ  შეკვეთილში, დენდროლოგიურ პარკში გადარგეს.  

მოქალაქე აცხადებს, რომ  3000 კვადრატული მეტრი ფართობი მიწის ნაკვეთი მას შემდეგ სასოფლო სამეურნეო დანიშნულებისთვის უსარგებლოა, რადგან ტერიტორიაზე დაყრილია ქვა-ღორღი. მიმართავს იმ კომპანიას, რომელმაც ხის გადატანისთვის საჭირო სამუშაოები ჩაატარა. ითხოვს ნაკვეთის დასუფთავებას. თუ მის თხოვნას არ გაითვალისწინებენ, აპირებს დავას სასამართლოში. 

ირკვევა, რომ ტერიტორიიდან მრავალწლიანი ევკალიპტის ხის ტრანსპორტირება და სხვადასხვა სამუშაო შპს "ზიმომ" და შპს "ელიტა ბურჯმა" ჩაატარეს.  

ჩვენ დავუკავშირდით კომპანია "ზიმოს“ და "ელიტა ბურჯის" წარმომადგენელს, რომელიც უარყოფს კომპანიის წარმომადგენლობას. 

ბესიკ დემეტრაშვილი აცხადებს, რომ მალხაზ მჟავანაძეს ეზოში ჩატარებული სამუშაოების სანაცვლოდ ზიანი აუნაზღაურდა, მიწის ფართობი კი  მასზე რეგისტრირებული არ არის.  

თავად მალხაზ მჟავანაძე კი იურისტთან ერთად ამტკიცებს, რომ ხის გადარგვას წლების წინ სწორედ ბესიკ დემეტრაშვილი კურირებდა.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში