უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის ფრონტზე 85 სამხედრო შეტაკება მოხდა - უკრაინის გენშტაბი

22 აპრილი 2024, 09:55 202 ნახვა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ფრონტის ხაზზე 85 საბრძოლო შეტაკება მოხდა.

მათვე ცნობით, რუსებმა უკრაინულ პოზიციებზე 4 სარაკეტო და 37 საავიაციო დარტყმა განახორციელეს, თუმცა მასირებული შეტევის მოგერიება ყველა მიმართულებით მოხერხდა.

"ბახმუტის მიმართულებით უკრაინელმა სამხედროებმა მოიგერიეს 14 თავდასხმა ლუგანსკის ოლქის ბელოგორივკას დასახლებების რაიონებში.

ავდეევსკის მიმართულებით უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოიგერიეს 16 თავდასხმა დონეცკის ოლქის ოჩერეტინოს, ბერდიჩის, უმანსკოეს, იასნობროდოვკას, ნეტაილოვოსა და პერვომაისკოეს დასახლებებზე"- აცხადებენ უკრაინის გენშტაბში.

პარალელურად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, თავდაცვის ძალების ავიაციამ დაარტყა ადგილებს, სადაც თავმოყრილია რუსული პერსონალი, იარაღი და სამხედრო ტექნიკა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში