თურქეთის პრეზიდენტი ერაყში ქურთისტანის ლიდერებს შეხვდა

23 აპრილი 2024, 09:15 234 ნახვა

თურქეთის პრეზიდენტი ერბილის საერთაშორისო აეროპორტში ჩასვლის შემდეგ  ერაყში ქურთისტანის  რეგიონის პრეზიდენტსა და პრემიერს შეხვდა. ერდოღანი ერაყში 2011 წლის შემდეგ  პირველად ჩავიდა წლების განმავლობაში დაძაბული ურთიერთობების შემდეგ.

ორ ქვეყანას შორის დაძაბულობა  ანკარის მიერ ქურთისტანის  მუშათა პარტიის ბოევიკების  წინააღმდეგ საზღვრისპირა ოპერაციებმა გააძლიერა.

ბაღდადში ერდოღანმა  შეხვედრა გამართა ერაყის პრეზიდენტთან და პრემიერთან.

ერდოღანის ვიზიტი მიზნად ისახავს ახლო აღმოსავლეთის მეზობელ ქვეყნებს შორის კავშირების აღდგენას რამდენიმე შეთანხმებით, რომელიც მოიცავს უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში