ღია კარის დღე პროფესიულ კოლეჯში 

23 აპრილი 2024, 14:03 357 ნახვა

ქობულეთის პროფესიულ კოლეჯ "ახალ ტალღაში" ღია კარის დღე გაიმართა, ღონისძიებას  მოსწავლეები ესწრებოდნენ. კოლეჯში წელს 34 პროფესიულ პროგრამაზე ცხადდება მიღება, რეგისტრაციის პროცესი 16 მაისამდე გრძელდება.

აპლიკანტებს საშუალება აქვთ ისწავლონ ტურიზმის, სამშენებლო, აგრარულ, აიტი და სხვა მოთხოვნად მიმართულებებზე, ასევე შეუძლიათ პროფესიულ პროგრამაზე  და ინტეგრირებულ მიმართულებებზეც გააგრძელონ სწავლა. 

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში