მეწყერსაწინააღმდეგო სამუშაოები ქედაში

24 აპრილი 2024, 20:05 987 ნახვა

ქედაში 7-8 თებერვალს განვითარებული სტიქიური პროცესების, გამო  მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში სხვადასხვა ცვლილება განხორციელდება. როგორც ქედის მერის მოადგილე განმარტავს, პრიორიტეტულ ღონისძიებებს შორის იქნება მეწყერსაწინააღმდეგო სამუშაოების განხორციელება. ასევე, შესაძლოა გაიზარდოს ბინის ქირით უზრუნველყოფის ბიუჯეტი.

ამ ეტაპზე ბინის ქირით 150 ოჯახია გაყვანილი და მათი გადასახადი 350 ლარს შეადგენს.  მიმდინარე წელს  მუნიციპალიტეტის მთლიანი ბიუჯეტი 24 760 000 ლარს შეადგენს და ის ყოველწლიურად მზარდია.

ქედის მუნიციპალიტეტის მთავარი შემოსავლის წყარო დამატებითი ღირებულების გადასახადია, რომელიც მთლიანი ბიუჯეტის 65%- ზე მეტია.

7 მილიონ ნახევარ ლარს შეადგენს  აჭარის მთავრობის კაპიტალური და სპეციალური ტრანსფერი.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში