მიზანმიმართულად ხელისშემშლელ და ცენზურასთან გათანაბრებულ გარემო პირობებში, ყველა ლეგიტიმურ გზას გამოვიყენებთ, რომ საზოგადოებას სიმართლე მივაწოდოთ - „ქართული ოცნების“ სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახური

26 აპრილი 2024, 22:16 197 ნახვა

„ქართული ოცნების“ სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახური „სტუდია მონიტორის“ მიერ გავრცელებულ მანიპულაციურ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის მოხედვითაც, „ფეისბუქის“ ოფიციალური მონაცემებით, აპრილში მამუკა მდინარაძემ რუსული კანონის მხარდასაჭერ პოსტებში 4 700-დან 6 400 დოლარამდე დახარჯა“.

განცხადების მიხედვით, კომუნიკაციების სამსახური ადასტურებს, რომ პარტიის ბიუჯეტიდან თანხები, მათ შორის, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის ოფიციალური გვერდის დაბუსტვაში იხარჯება.

„კომუნიკაციების სამსახური ადასტურებს, რომ მართლაც იხარჯება პარტიის ბიუჯეტიდან თანხები, მათ შორის, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის ოფიციალური გვერდის დაბუსტვაში, რათა საზოგადოებას მიეწოდოს სიმართლე, მათ შორის ის, რომ კანონპროექტის „რუსულობის“ შესახებ აქამდე ერთმა ადამიანმა ვერ წარმოადგინა ვერანაირი არგუმენტი. შესაბამისად, ხსენებული თანხები იხარჯება საზოგადოების მეტი ინფორმირებულობისთვის რადიკალური ჯგუფების მიერ ნაწარმოები მდაბიო და ცრუ კამპანიების საწინააღმდეგოდ.

მეტას“ კონტრაქტორი „ფაქტ ჩეკის“ მიზანმიმართულად ხელისშემშლელი და ცენზურასთან გათანაბრებულ გარემოპირობებში, ყველა ლეგიტიმურ გზას გამოვიყენებთ, რომ საზოგადოებას მივაწოდოთ სიმართლე“, – ნათქვამია განცხადებაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში