სასოფლო-სამეურნეო ფართობების უფასო დამუშავება

27 აპრილი 2024, 11:08 256 ნახვა

ფერმერებისთვის სასოფლო-სამეურნეო ფართობების უსასყიდლო დამუშავება მუნიციპალიტეტებში დასკვნით ეტაპზეა.

ქედაში ამ დროისთვის 150 ჰექტარია დახნული. 2024 წელს პროგრამის ფარგლებში სულ 2170 ჰა ფართობი დამუშავდება. დღეის მდგომარეობით უკვე 1607 ჰა მიწის ფართობია დამუშავებული.

ფერმერებმა პროგრამაში ჩასართავად, მუნიციპალიტეტში სამინისტროს წარმომადგენლებს ან თემის რწმუნებულებს უნდა მიმართონ.

სახნავ-სათესი ფართობების უფასოდ დამუშავების ბიუჯეტი მილიონ 284 000 ლარს შეადგენს.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში