3 და 4 ოქტომბერს მომსახურების სააგენტოს სტრუქტურული ერთეულები არ იმუშავებს - მომსახურების სააგენტო

02 ოქტომბერი 2025, 14:51 116 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ცნობით, გამოცხადებულ უქმე დღეებში - 3 და 4 ოქტომბერს სააგენტოს სტრუქტურული ერთეულები არ იმუშავებს.

მათივე ცნობით, იმ პირებს, რომელთაც 3 ოქტომბერს უწევდათ მოთხოვნილი ცნობის მიღება, დოკუმენტს მიიღებენ 6 ოქტომბერს.

ხოლო იმ პირებს, რომელთაც პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე (მოედანი) გასვლა უწევდათ 3 ან 4 ოქტომბერს, გამოცდით ისარგებლებენ 6 ოქტომბერს;

"იმ პირებს, რომელთაც თეორიული და პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე 3 ოქტომბერს აქვთ ჯავშანი, გამოცდაზე გასვლის კონკრეტული თარიღისა და დროის შესახებ დეტალური ინფორმაცია დღის განმავლობაში ეცნობებათ;

იმ პირებს, რომელთაც შენახული აქვთ უფასო ან ფასიანი სანომრე ნიშნები და შენახვის ბოლო ვადად განსაზღვრული აქვთ 3 ან 4 ოქტომბერი, ვადა გაუხანგრძლივდებათ 6 ოქტომბრის ჩათვლით.

იმ პირებს, რომელთაც სატრანსპორტო საშუალების განბაჟების ბოლო ვადად განსაზღვრული აქვთ 3 ან 4 ოქტომბერი, საჯარიმო სანქციები არ დაეკისრებათ და ვადა გაუხანგრძლივდებათ 6 ოქტომბრის ჩათვლით"- განმარტავენ მომსახურების სააგენტოში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე