Turkish Airlines-ის შვილობილმა დაბალბიუჯეტურმა ავიაკომპანიამ AJet ანკარა–თბილისის მიმართულებით პირველი რეგულარული რეისი შეასრულა. ფრენები კვირაში ოთხჯერ განხორციელდება. ინფორმაციას აეროპორტების გაერთანება ავრცელებს.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საინაუგურაციო რეისთან დაკავშირებით ოფიციალური მიღება გაიმართა, რომელსაც საქართველოსა და თურქეთის მხარის მაღალი რანგის ოფიციალური პირები და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.
თურქეთი საქართველოსთვის რჩება საჰაერო მიმოსვლის ყველაზე აქტიურ პარტნიორად – ორ ქვეყანას შორის წელიწადში მილიონზე მეტი მგზავრი გადაადგილდება.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე