აქციის მონაწილეები პარლამენტთან პოლიციის კორდონის გარღვევას, ისევ, ცდილობენ

28 აპრილი 2024, 23:56 266 ნახვა

პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეები, კვლავ, ცდილობენ პოლიციის კორდონის გარღვევას, რის გამოც, საკანონმდებლო ორგანოსთან, პერიოდულად, ვითარება იძაბება.

აქციაზე იმყოფებიან პოლიტიკური ლიდერებიც, მათ შორის, გიორგი ვაშაძე, ხატია დეკანოიძე და ოპოზიციის სხვა წარმომადგენლები.

ცოტა ხნის წინ, პარლამენტთან გამოჩნდნენ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები.

შსს-მ, კიდევ ერთხელ, მოუწოდა აქციის ორგანიზატორებს, პოლიტიკური პარტიის ლიდერებს და მონაწილეებს, დაემორჩილონ სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნებს და არ გასცდნენ პროტესტის გამოხატვის კანონით დადგენილ ნორმებს.

უწყებაში აცხადებენ, რომ აქციის მონაწილეები სიტყვიერად და ფიზიკურად უპირისპირდებიან ადგილზე მყოფ სამართალდამცველებს და პოლიციამ, წესრიგის აღდგენის მიზნით, კანონით დადგენილი სპეციალური საშუალება გამოიყენა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში