პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს

29 აპრილი 2024, 01:00 230 ნახვა

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ პეტრიაშვილი ადმინისტრაციული წესით, 166-ე და 173-ე მუხლებითაა დაკავებული. 

უცნობია, ჯამში, რამდენი ადამიანი დააკავეს აქციაზე.

პარლამენტთან ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის წინააღმდეგ შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა მოითხოვეს, რომ 10 ახალგაზრდა საქართველოს დროშით ასულიყო საკანონმდებლო ორგანოსთან მოწყობილ სცენაზე. აქციის მონაწილეებმა სამართალდამცველებს 5 წუთი მისცეს იმისთვის, რომ ეს საკითხი ხელმძღვანელობასთან შეეთანხმებინათ. დროის ამოწურვის შემდეგ კი ვითარება დაიძაბა, აქციის მონაწილეები რკინის ჯებირების გარღვევასაც შეეცადნენ, რისი უფლებაც სამართალდამცველებმა არ მისცეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში