შეფასებები დიალოგის ჩაშლაზე

20 ნოემბერი 2025, 15:04 108 ნახვა

დისკუსიისგან გაქცევის მცდელობად აფასებს ,,ქართული ოცნება“ ხვალისთვის საქართველო-ევროკავშირის დიალოგის  გადადებას. მმართველ პარტიაში მიაჩნიათ, რომ  ბრიუსელმა თავად უნდა განმარტოს მიზეზები.

ამბობენ, იმასაც რომ მხარეებს შორის იყო ზოგადი შეთანხმებაც და დისკუსიისთვის სამთავრობო ჯგუფიც მზად იყო.   

ცნობისთვის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა,  21 ნოემბერს ბრიუსელში დაგეგმილი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის დიალოგის შეხვედრა ევროკავშირის მხარის გადაწყვეტილებით გადაიდო.

როგორც საგარეო უწყებაში აღნიშნეს, დიალოგის გადადება აჩვენებს,  რომ ბრიუსელი მზად არ არის, მოისმინოს ქართული მხარის პოზიციები.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე