აზიის განვითარების ბანკის 57-ე წლიური შეხვედრა

02 მაისი 2024, 14:08 414 ნახვა

საქართველო აზიის ბანკის განვითარების მმართველთა საბჭოს წლიურ შეხვედრას პირველად მასპინძლობს. სემინარი ფინანსთა, და ეკონომიკის მინისტრებმა, ასევე აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა გახსნეს. ღონისძიებაზე ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაზეც დელეგატებმა ისაუბრეს, შუა დერეფანი და ამ დერეფნის მაქსიმალურად ათვისება იყო.

გარდა ამისა მონაწილეებმა ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილეს ყურადღება, როგორიცაა ანაკლიის პორტი, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი და ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტი.

დღევანდელ ღონისძიებაზე ლევან დავითაშვილმა ქვეყნის ეკონომიკაზეც ისაუბრა და როგორც აღნიშნა, საქართველოს ამ კუთხით მუდმივი ზრდა აქვს. მინისტრების განცხადებით, აზიის განვითარების ბანკი ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი პარტნიორია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში