ნატო რუსეთთან პოტენციური კონფლიქტისთვის ემზადება - მარია ზახაროვა

04 მაისი 2024, 18:55 256 ნახვა

ნატო რუსეთთან პოტენციური კონფლიქტისთვის ემზადება, - ეს განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ გააკეთა.

„ამჟამად, ცივი ომის შემდეგ ნატო-ს ყველაზე დიდი წვრთნები Steadfast Defender (მტკიცე მცველი) რუსეთის საზღვართან ახლოს ტარდება. მათი სცენარის მიხედვით, რუსეთის წინააღმდეგ კოალიციის ქმედებები ყველა ინსტრუმენტის, ჰიბრიდული და ჩვეულებრივი იარაღის გამოყენებით, ხორციელდება. უნდა ვაღიაროთ, რომ ნატო ჩვენთან პოტენციური კონფლიქტისთვის სერიოზულად ემზადება“, - განაცხადა მარია ზახაროვამ.

 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის თქმით, რუსეთი ჰიბრიდულ თავდასხმებს არ მიმართავს. პირიქით, უკრაინის ფინანსური და სამხედრო მხარდაჭერით, ჰიბრიდულ ომს რუსეთის წინააღმდეგ ნატო აწარმოებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში