აღდგომა წმინდა მიწაზე

04 მაისი 2024, 20:05 333 ნახვა

მაცხოვრის საფლავზე ცეცხლის გარდამოსვლის რიტუალი აღსრულებულია და წმინდა ცეცხლი უკვე საქართველოსკენ მოემართება, 11 საათზე უკვე აქ იქნება და ტაძრებში გადანაწილდება.

ცეცხლი იერუსალიმში თბილისის დროით დაახლოებით 15:15 წუთზე გადმოვიდა და ითვლება, რომ ეს არის ნიშანი სიცოცხლის გაგრძელებისა მომდევნო აღდგომამდე.

რიტუალის მსვლელობისას პალესტინელი ქრისტიანები მსვლელობით მიემართებიან მაცხოვრის საფლავის კარიბჭისკენ, რის შემდეგაც კარიბჭის მცველი სომხური ეკლესიის წარმომადგენლები მას აღებენ და იერუსალიმის პატრიარქი მარტო შედის მაცხოვრის საფლავთან, საიდანაც უკვე წმინდა ცეცხლით გამოდის და მორწმუნეებში ანაწილებს.

დღეს ასევე ქვეყნის თითქმის ყველა ტაძარში სააღდგომო წირვა აღევლინება.

აქ სამების ტაძარში მიმდინარე წირვას ჩვენი მაუწყებელი პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში