მდინარე ნაკრასში დაკარგული მეორე მოზარდის ცხედარი იპოვეს

07 მაისი 2024, 11:22 279 ნახვა

მდინარე ნაკრასში დაკარგული მეორე მოზარდის ცხედარიც იპოვეს.

გამთენიისას ადგილობრივებმა და მაშველებმა 14 წლის გიორგი ვიბლიანის ცხედარი ნაკრასში პატარა ჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს. ის უკვე სახლშია გადასვენებული.

მესტიაში სოფელ ნაკრასში ავტომობილით მდინარეში გადავარდნილი მოზარდებიდან ორის ცხედარი უკვე ნაპოვნია.

ძებნა-შველის ოპერაცია გრძელდება საბა გვარმიანის საპოვნელად.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში