გახარიას პარტიის განცხადება

07 მაისი 2024, 18:04 273 ნახვა

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ დაადასტურა ის, რასაც ყოველთვის ვამბობდით - 20 ივნისის აქცია დაიწყო მშვიდობიანად და გახდა ძალადობრივი, ადგილი ჰქონდა პარლამენტზე ცალკეული პოლიტიკოსების მიერ ორგანიზებულ ძალადობრივ შტურმს და პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობას, პოლიციის მიერ გამოყენებული ძალა იყო ლეგიტიმური, მხოლოდ ცალკეულ შემთხვევებში ჰქონდა ადგილი უფლებამოსილების გადამეტებას, რასაც შედეგად მომიტინგეების ჯანმრთელობის დაზიანება მოჰყვა, - ეს განცხადება დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ნათია მეზვრიშვილმა გააკეთა.

მეზვრიშვილის განცხადებითვე, სასამართლომ დაადასტურა, რომ 300-დან 1000-მდე პირი პოლიციის კორდონის გარღვევას და პარლამენტში შეჭრას ცდილობდა, რასაც მშვიდობიანი მომიტინგეების უკან მდგომი ნაწილი ვერ ხედავდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში