"გამჭვირვალობის კანონის" საწინააღმდეგო მსვლელობა ბათუმში

18 მაისი 2024, 19:30 325 ნახვა

ამ წუთებში, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის" მოწინააღმდეგეები, ბათუმში, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტთან იკრიბებიან.

სტუდენტები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, გასული დღეების მსგავსად, დღესაც აპირებენ, რომ გააპროტესტონ "გამჭვირვალობის შესახებ" კანონი.

აქციის მონაწილეები, კიდევ ერთხელ, მოუწოდებენ ხელისუფლებას უკან გაიწვიონ მესამე მოსმენით მიღებული კანონი.

შეკრებილების მთავარი სლოგანი, კვლავ, არის - "არა რუსულ კანონს! კი ევროპას!" როგორც ისინი ამბობენ, დღესაც მოეწყობა საპროტესტო მსვლელობა ბათუმის ქუჩებში.

რუსთაველის ქუჩაზე, ამ ეტაპზე, მოძრაობა შეზღუდული არ არის.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში