ევროკომისიის პრეზიდენტი უცხოურ ჩარევებს საარჩევნო კამპანიის მთავარ საკითხად აქცევს, ევროპისთვისაც რაც მთავარი გამოწვევაა დღეს, მისი პრევენცია რატომ არის ჩვენთან არაევროპული? - მდინარაძე

19 მაისი 2024, 17:36 318 ნახვა

ზურაბიშვილი მაკრონს საქართველოში იწვევს, იმ იმედით, რომ ქართულ კანონზე საგარეო ზეწოლა უფრო გაძლიერდება. ამ დროს კი, ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი უცხოურ ჩარევებს საარჩევნო კამპანიის მთავარ, საკვანძო საკითხად აქცევს, – ამის შესახებ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.

მდინარაძე გამოცემა „პოლიტიკოს“ მიერ გავრცელებულ იმ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, „ურსულა ფონ დერ ლაიენი, რომელიც ევროკომისიის პრეზიდენტად მეორე ვადით ცდილობს დარჩენას, უცხოურ ჩარევებს საარჩევნო კამპანიის მთავარ, საკვანძო საკითხად აქცევს“.

მამუკა მდინარაძის განმარტებით, კითხვას - კითხვა, რა არის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონში ცუდი? დაემატა მეორე შეკითხვა – ევროპისთვისაც რაც მთავარი გამოწვევაა, დღეს, მისი პრევენცია რატომ არის საქართველოში არაევროპული?

„სალომე ზურაბიშვილმა კანონი, ერთადერთი, ცვლილებით დააბრუნა, მან ერთი დღით იმოქმედოსო – სხვა ერთი სიტყვაც ვერ შეცვალა! ამით, დისკუსიის შესაძლებლობაც დახურა და საბოლოოდ დაადასტურა, რომ კანონის წინააღმდეგ რეალური არგუმენტი არ არსებობს!

 

ბატონები, მაკრონი და შოლცი, კვლავ, გვაკრიტიკებენ გამჭვირვალობის კანონის გამო!

 

ზურაბიშვილი მაკრონს საქართველოში იწვევს იმ იმედით, რომ ქართულ კანონზე საგარეო ზეწოლა, კიდევ უფრო, გაძლიერდება!

 

ამ დროს, კი, ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, უცხოურ ჩარევებს საარჩევნო კამპანიის მთავარ, საკვანძო საკითხად აქცევს!

 

შესაბამისად, უპასუხო კითხვას, რა არის კანონში ცუდი? ემატება მეორე უპასუხო კითხვა – რაც ევროპისთვისაც მთავარი გამოწვევაა დღეს, მისი პრევენცია, რატომ არის ჩვენთან არაევროპული?

 

მეორენაირად, რაც გადაუდებელი აუცილებლობაა ევროპისთვის, ზუსტად ის, რატომ ეკრძალება საქართველოს?“ – წერს მამუკა მდინარაძე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში