ვენეციის კომისიის დასკვნა

22 მაისი 2024, 11:16 323 ნახვა

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის უკან გაწვევის რეკომენდაცია საქართველოს ხელისუფლებას ვენეციის კომისიისგან. დასკვნაში საუბარია იმ საფრთხეებზე, რომლებიც კომისიის პროგნოზით, გავლენას მოახდენს ღია, ინფორმირებულ საჯარო დებატებზე, პლურალიზმსა და დემოკრატიაზე.

მიაჩნიათ, რომ  “კანონის ფუნდამენტური ნაკლოვანებები მნიშვნელოვან ნეგატიურ შედეგებს მოიტანს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებებისთვის, პრივატულობისა და   საჯარო საქმეებში მონაწილეობის უფლებისთვის, ისევე როგორც დისკრიმინაციის აღკვეთისთვის.   

ვენეციის კომისია კატეგორიულად ურჩევს საქართველოს ხელისუფლებას, უარი თქვას სპეციალური რეგისტრაციის იმ ფორმაზეც,  ანგარიშვალდებულებასა და  ინფორმაციის გასაჯაროების მოთხოვნებზე, მათ შორის ადმინისტრაციულ სანქციებზე უცხოეთიდან დახმარების მიმღები სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების,  ონლაინმედიისა და ტელევიზიებისთვის.  

კომისია წუხს, რომ საქართველოს პარლამენტი არ დაელოდა მის მოსაზრებას კანონის მიღებამდე, საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტისა და ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოწოდებების მიუხედავად. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი