როგორ აღნიშნავენ 26 მაისს ქედაში

25 მაისი 2024, 12:02 515 ნახვა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა ქედაში 11 საათიდან დაიწყება. ყადირ შერვაშიძის სკვერში, დამოუკიდებლობის აქტზე ხელისმომწერის ბიუსტს ყვავილებით შეამკობენ.

შემდეგ გაიმართება ფლეშმობი, რომელიც სპორტული აქტივობებით გაგრძელდება. მოეწყობა ფრანების შოუ. გაიმართება მარათონი და შეჯიბრი ბირთვის კვრაში.

დაბა ქედის ცენტრში მოეწყობა ფოტო გამოფენა. ორ საათზეა ჩანიშნული კონცერტი, რომელიც ფრიდონ ხალვაშის სახელობის პარკში ჩატარდება.

კონცერტს ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები, ასევე ინდივიდუალური შემსრულებლები გამართავენ.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში