საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ხულოსა და შუახევში

26 მაისი 2024, 17:01 278 ნახვა

26 მაისი აღნიშნეს მაღალმთიან აჭარაში. ხულოსა და შუახევში. დილიდან მოეწყო სხვადასხვა სახის შემეცნებითი გასართობი და სპორტული აქტივობები.

მოეწყო საზეიმო მსვლელობა, გამოფენა გაყიდვები, ფოტოგამოფენა. ღონისძიების ბოლოს კი გაიმართა კონცერტი, სადაც მაყურებლების წინაშე ადგილობრივი შემსრულებლები წარსდგნენ.

სცენაზე შესრულდა პატრიოტულ მოტივებზე შექმნილი სიმღერები, სკოლის მოსწავლეებმა წაიკითხეს საქართველოზე ლექსები.

ღონისძიება მუნიციპალიტეტებში წელსაც გამორჩეულად ხალხმრავალი იყო.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში