სათესლე მასალა ფერმერებს

29 მარტი 2017, 00:00 4083 ნახვა

ხულოში ფერმერებს და აგრომეწარმეებს, ჰოლანდიიდან შემოტანილი კარტოფილის სათესლე მასალა და სასუქები „მაღალეფექტური ერთწლოვანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების განვითარების ხელშეწყობის“ -ქვეპროგრამის ფარგლებში თანადაფინანსებით გადაეცათ. ქვეპროგრამა მიზნად ისახავს რეგიონში კარტოფილის კიბოს რისკების შემცირებას, ბაზარზე კონკურენტუნარიანი პროდუქციის მიწოდებას და ფერმერთა შემოსავლების ზრდას. ბენეფიციარებს პერიოდულად, შესაბამისი აგროვადების მიხედვით ჩაუტარდებათ სწავლება-კონსულტირება აგროტექნიკურ ღონისძიებებზე. პროგრამის ბიუჯეტი 283 053 ლარია. 

ამავე კატეგორიაში