პრეზიდენტები საოკუპაციო ხაზთან

29 მარტი 2017, 00:00 1601 ნახვა

საქართველოში ლატვიის პრეზიდენტის ვიზიტი გრძელდება. რაიმონდ ვეიონისი საქართველოს პრეზიდენტთან ერთად  დღეს ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრე სოფელ ხურვალეთში ჩავიდა.რაიმონდ  ვეიონისი  არსებულ ვითარებას  ადგილზე გაეცნო და იმ  ოჯახს გაესაუბრა,  რომელიც საოკუპაციო ხაზს მიღმა დარჩა. გიორგი მარგველაშვილმა  კიდევ ერთხელ ისაუბრა რუსეთის აგრესიულ პლიტიკაზე.  ევროკავშირში , შენგენის სივრცეში უვიზოდ მიმოსვლა ოკუპირებლ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქლაქეებსაც შეუძლიათ. ინსტრუქცია ქართულ, ოსურ და აფხაზურ ენებზე შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ვებ გვერდზეა შესაძლებელი. 

ამავე კატეგორიაში