ავტომობილების გადაცემა

29 მარტი 2017, 00:00 2999 ნახვა

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ სოფლის ექიმებს მაღალი გამავლობის ავტომობილები გადასცა. სოფლად პირველადი ჯანდაცვის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში შეძენილი ცხრა მანქანიდან 5 ქობულეთის, 4 კი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს მოემსახურება. პროექტის თანახმად, მძღოლის ხელფასს,  ავტომობილების შენახვისა და საწვავის ხარჯებს  ადგილობრივი თვითმმართველობები გაიღებენ. ავტომობილების გადაცემას აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი და საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები დაესწრნენ.  

ამავე კატეგორიაში