სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიში

12 ივნისი 2024, 11:48 263 ნახვა

დღეს პარლამენტს ყოველწლიურ ანგარიშს სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურის უფროსი წარუდგენს, პლენარული სხდომა რამდენიმე წუთში დაიწყება. მანამდე კი ანგარიში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოველწლიურ ანგარიში სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე მოისმინეს.

სამსახურის  უფროსის  პირველმა  მოადგილემ მთავარ საფრთხეებზე ისაუბრა და აქცენტი რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციაზე გააკეთა.  დოკუმენტში აღნიშნულია, რომ უკრაინაში მიმდინარე სამხედრო მოქმედებებმა დამატებითი გამოწვევები შეუქმნა ისედაც რთულ რეგიონული უსაფრთხოების გარემოს.

ანგარიშში ასევე ნახსენებია დეზინფორმაციული და პროპაგანდისტული კამპანიების წარმოება საქართველოს წინააღმდეგ, მათ შორის ქვეყნის საერთაშორისო იმიჯის დაზიანების მიზნით.

მოადგილის ინფორმაციით საქართველოშ გარკვეული ჯგუფები და  უცხო ქვეყნების სპეცსამსახურები  ძალადობრივი გზით ხელისუფლების შეცვლის მიზნით, დესტრუქციასა და სამოქალაქო არეულობას გეგმავდა.   

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი