დაკავებულ სამართალდამცველს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა

14 ივნისი 2024, 17:50 261 ნახვა

პროკურატურამ კახეთის პოლიციის ყოფილ უბნის ინსპექტორ-გამომძიებელს სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე ბრალდება წარუდგინა. სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დეკემბერში  საქმეზე - „ვლადიმერ მჭედლიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის პროცედურული ასპექტის დარღვევა დაადგინა, რის გამოც სახელმწიფოს საქმეზე ეფექტიანი გამოძიების ჩატარების ვალდებულება დაეკისრა.

დადგინდა, რომ მჭედლიშვილს სამართალდამცავმა საჯარო სივრცეში ალკოჰოლური სასმელის დალევის შეწყვეტისკენ მოუწოდა, რასაც მოჰყვა მათ შორის შელაპარაკება. პოლიციის თანამშრომლებმა იგი დააკავეს ადმინისტრაციული წესით და გადაიყვანეს სიღნაღის პოლიციის შენობაში, სადაც ინსპექტორ-გამომძიებელი მას ურტყამდა და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში