პუტინი ვიეტნამსა და ჩრდილოეთ კორეაში მიემგზავრება

17 ივნისი 2024, 13:40 264 ნახვა

ჰანოიში რუსეთის პრეზიდენტს ელოდებიან. იგი  ვიეტნამს ამ კვირაში  ორდღიანი ვიზიტით ეწვევა. სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ამ ქვეყანაში ვიზიტის ფარგლებში, რომელიც ხაზს უსვამს კომუნისტების მიერ მართული ვიეტნამის რუსეთისადმი ლოიალობას, პუტინი შეხვდება ვიეტნამის ახალ პრეზიდენტს და სხვა ლიდერებს.

ჰანოის მკვიდრები მოუთმენლად ელოდებიან რუსეთის ლიდერის ჩასვლას და იმედოვნებენ, რომ ეს ვიზიტი ხელს შეუწყობს  ვიეტნამის ომში ორ ყოფილ მოკავშირეს შორის უფრო მჭიდრო ურთიერთობებს.

ვიეტნამის შემდეგ იგეგმება  პუტინის ვიზიტი რუსეთის კიდევ ერთ მეგობარ ჩრდილოეთ კორეაშიც.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში