პარლამენტის პირველი სხდომის შემდეგ პარტიას შეუძლია, ჩახსნას მხოლოდ მათი სია, ვინც ვერ მოხვდა პარლამენტში, ისინი ვერ ჩახსნიან მათ სიას, ვინც გახდა დეპუტატი - პაპუაშვილი

29 ოქტომბერი 2024, 12:58 267 ნახვა
 

ტყუილია, თითქოს სიები ჩახსნეს, ან შეუძლიათ ახლა ჩახსნან, სინამდვილეში, არანაირი ჩახსნა არ შეიძლება და პარლამენტის პირველ სხდომამდე ვერაფერს ვერავინ ჩახსნის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, პირველი სხდომის შემდეგ პარტიას შეუძლია, ჩახსნას მხოლოდ ის სია, რომელიც არის დეპუტატების მიღმა სია, ის, ვინც ვერ მოხვდა პარლამენტში.

„პარტია ვერ ჩახსნის მათ სიას, ვინც გახდნენ დეპუტატები. თუ მოითხოვს დეპუტატი მანდატის შეწყვეტას, აქაც თავად პარლამენტი იღებს გადაწყვეტილებას. ეს კინო ნანახი გვაქვს 2020-2021 წლებში. მაშინ თქვეს, ჩავხსენით სიებიო, რაც იყო ტყუილი, პარლამენტი შეიკრიბა და ვცნეთ უფლებამოსილება. მერე თქვეს, არ გვინდა, შეგვიწყვიტეთო. ბოლოს შემოვიდა ყველა პარლამენტში. გვეხვეწებოდნენ, რომ კანონი შეგვეცვალა, რომ შემოსულიყვნენ სხვები. პირველი სხდომა იმართება ცესკო-ს შემაჯამებელი ოქმის დამტკიცებიდან არაუგვიანეს მეათე დღისა. ეს გახლავთ ვალდებულება. პარლამენტი ვალდებულია, რომ როცა იქნება შემაჯამებელი ოქმი, არაუგვიანეს 10 დღის განმავლობაში შეიკრიბოს სხდომაზე. პირველ სხდომას ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი და ჩვენ ვხედავთ, რომ როგორც ჩანს, ქალბატონი სალომე არ აპირებს, რომ ჩანიშნოს. მე-10 დღეს პარლამენტი ვალდებული იქნება, რომ შეიკრიბოს, ამიტომ, თუ არ დანიშნავს, მაინც შეიკრიბება. ერთი კენჭისყრა ტარდება, 150 დეპუტატის უფლებამოსილება იქნება ცნობილი და ამით იქნება პარლამენტი უფლებამოსილი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში