სარაგბო კლუბმა "ბათუმმა" სტუმრად "ყაზბეგი" დაამარცხა

10 ნოემბერი 2024, 17:46 383 ნახვა

სარაგბო კლუბმა „ბათუმმა“, რაგბი დიდი 10-ის  მე-8 ტურის შეხვედრა სტუმრად „ყაზბეგთან“ გამართა და მეტოქე დრამატულ ბრძოლაში 34:33 დაამარცხა. 

შავიზღვისპირელებმა შეხვედრაში მეტოქეს საერთო ჯამში 5 ლელო დაუდეს. გატანილი ლელოებით თავი, მანუელ რატუნიარავამ, სერგი ჩხაიძემ, ვაჟა თაგაურმა, კავეკინი ტამბუმ და რომან მახათაძემ გამოიჩინეს.

რაც შეეხება დარჩენილ ქულებს,  3 გარდასახვითა და 1 ზუსტად შესრულებული ჯარიმით გუნდს ვაჟა მიქაძე დაეხმარა.

ამ დროისთვის ბათუმი რაგბი დიდი 10-ის სატურნირო ცხრილში 20 ქულით მე-6 პოზიციაზე იმყოფება. მომდევნო შეხვედრას ირაკლი ნინიძის გუნდი 16 ნოემბერს შინ რუსთავის „ხარების“  წინააღმდეგ ჩაატარებს.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში