საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მეხუთე მატჩი გამართა – თბილისში ესპანეთს უმასპინძლა. შეხვედრა სტუმრებმა მოიგეს – 4:0.პირენეელები პირველივე წუთიდან დაეუფლნენ მოედნის უპირატესობას და ანგარიშიც მალევე გახსნეს: მე-11 წუთზე პენალტი გაიტანა ოიარსაბალმა.
ამას მოჰყვა ზუბიმენდის, ტორესის გოლები და პირველი ტაიმი ესპანეთმა 3:0 მოიგო. მეორე ნახევარში სტუმრებმა ანგარიშში სხვაობა კიდევ უფრო გაზარდეს – 63-ე წუთზე ოიარსაბალმა დუბლი შეასრულა.ჯგუფის მეორე მატჩში თურქეთმა შინ 2:0 დაამარცხა ბულგარეთი.
ხუთი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრები ჯგუფში მე-3 ადგილზეა, ჩამორჩება ესპანეთსა და თურქეთს და ჯგუფიდან გასვლის თეორიული შანსიც აღარ აქვს.
ქართველები შესარჩევი ეტაპის ბოლო მატჩს 18 ნოემბერს ბულგარეთში გამართავენ.